იუსტიციის სახლი სოციალურად დაუცველ მშობლებს და მათ ახალშობილებს დღეიდან ახალ სერვისს შესთავაზებს

Monday, 17 October 2016

კეთილი იყოს შენი მობრძანება“ იუსტიციის სახლის ახალი პროექტია, რომელიც დღეს ამოქმედდა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ხორციელდება. სერვისი სოციალურად დაუცველ ოჯახებში (100 000-მდე ქულა) დაბადებული ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და ის საქართველოს 19-ვე იუსტიციის სახლში ჩვილის დაბადების მოწმობასთან ერთად გაიცემა. სერვისი სპეციალური შეფუთვით პირველადი დანიშნულების ნივთების, ჰიგიენური საშუალებებისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ რეკომენდებული საკვები დანამატის საჩუქრად გადაცემას ითვალისწინებს.

15 ოქტომბერი იუსტიციის სახლის დღედ გამოცხადდა.

Monday, 17 October 2016

იუსტიციის სახლის ფილიალების გადაწყვეტილებით, 15 ოქტომბერი იუსტიციის სახლის დღედ გამოცხადდა. თარიღი, წელს პირველად თბილისის იუსტიციის სახლში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.

ონში რიგით მეცხრამეტე იუსტიციის სახლი გაიხსნა

Wednesday, 05 October 2016

5 ოქტომბრიდან იუსტიციის სახლის 400-მდე სერვისით სარგებლობა უკვე ონის მცხოვრებთაც შეუძლიათ. იუსტიციის სახლის რიგით მეცხრამეტე ფილიალი ონში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.

„Just taxi“ − თბილისის იუსტიციის სახლის ახალი სერვისი

Thursday, 19 May 2016

თბილისის იუსტიციის სახლის მომხმარებლების კომფორტისთვის დღეიდან ახალი პროექტი „Just Taxi“ ამოქმედდა. იუსტიციის სახლის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ახალი სერვისით სარგებლობა და „Just Taxi“-თ გადაადგილება. „Just Taxi“-ს პირველი მგზავრები დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მისი ლატვიელი კოლეგა დზინტარს რასნაჩი იყვნენ.

იუსტიციის სამინისტრომ პასპორტის გაცემისას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება დაიწყო

Monday, 28 March 2016

იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო. მომზადდა სპეციალური ბროშურა, სადაც უვიზო მიმოსვლის წესები და რეგულაციებია განმარტებული, რათა საქართველოს მოქალაქეს აღნიშნულ თემაზე საჭირო ინფორმაციის მიღება გაუმარტივდეს. იუსტიციის სახლის ფილიალებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში პასპორტის აღებისას უკლებლივ ყველა მოქალაქეს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ მომზადებული ბროშურა გადაეცემა; ოპერატორებმა კი სპეციალური ტრენინგი გაიარეს, რათა აღნიშნულ საკითხზე მოქალაქეებს მათთვის საინტერესო ნებისმიერი ნიუანსი ადგილზე განუმარტონ.

თბილისის იუსტიციის სახლს სტუმრად მოედ ალტრადი ეწვია.

Friday, 18 March 2016

თბილისის იუსტიციის სახლს „ალტრად ჯგუფის“ დამაარსებელი და პრეზიდენტი - მსოფლიოს წლის მეწარმის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული მოედ ალტრადი ეწვია.

იუსტიციის სახლი გოგონათა უფლებების დაცვის შესახებ გამოფენას მასპინძლობს

Friday, 11 March 2016

იუსტიციის სახლმა ფოტოგამოფენას - „ძალადობა ქორწინების სახელით“ - უმასპინძლა. ღონისძიება არასრულწლოვანი გოგონების ქორწინების წინააღმდეგაა მიმართული. ფოტოგამოფენის ორგანიზატორი „ქალთა მოძრაობაა“, იუსტიციის სახლის საჯარო სივრცე კი ღონისძიებისათვის მოძრაობას იუსტიციის მინისტრმა შესთავაზა. გამოფენა თეა წულუკიანმა „ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

იუსტიციის მინისტრმა ფონდი „Salve“ დაარეგისტრირა.

Monday, 07 March 2016

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ანტუან ბარდონმა დღეს იუსტიციის სახლში ფონდი „Salve“ ოფიციალურად დაარეგისტრირეს. ფონდის მიზანი ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვებისთვის პროექტების დაფინანსება და სოციალურად დაუცველ ახალშობილებში კვების დეფიციტის აღმოფხვრის ხელშეწყობაა.

მიწის საკუთრების რეგისტრაცია მარტივდება

Tuesday, 01 March 2016

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქვეყანაში მოქმედ 400-მდე კერძო საამზომველო კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბატონი იუქსელ ქოჯამანი თბილისის იუსტიციის სახლს ესტუმრა

Tuesday, 23 February 2016

თბილისის იუსტიციის სახლს თურქეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბატონი იუქსელ ქოჯამანი ესტუმრა.