ლაშა ლობჯანიძე

თავმჯდომარე

 

განათლება:

სოციალური მეცნიერებების დოქტორანტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA).

საჯარო მმართველობის მაგისტრი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA).

ექიმი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

სამუშაო გამოცდილება:

2022 წლის სექტემბრიდან - დღემდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სახლი, თავმჯდომარე.

2022 წლის მარტიდან- სექტემბრამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, თავმჯდომარის მოადგილე.

2021-2022 წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ადმინისტრაციული უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

2019-2021 წწ. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი, განათლების პროექტების სამსახურის უფროსი.

2018- 2019 წწ. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), მმართველობის სკოლის გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი.

2017-2018 წწ. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), მმართველობის სკოლის საჯარო პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელის ასისტენტი.

2015-2016 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, უცხოელ სტუდენტთა კოორდინატორი.

აკადემიური საქმიანობა:

2021 წლიდან დღემდე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA),  მმართველობის სკოლის ასისტენტი (აკადემიური პოზიცია) - საჯარო მმართველობა.

2017-2018 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი, მოწვეული ლექტორი.

 

ავთანდილ კოხრეიძე

თავმჯდომარის მოადგილე 

 

განათლება:

2003 წ ეკონომიკის ფაკულტეტი მაკროეკონომიკის მიმართულება, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2003-2005 წწ. იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის მიმართულება,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სამუშაო გამოცდილება:

2015 წლიდან- დღემდე იუსტიციის სახლი, თავმჯდომარის მოადგილე.

2014 – 2015 წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამმართველოს უფროსი.

2008 – 2014 წწ.  საქართველოს პარლამენტი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული საბიუჯეტო ოფისის წამყვანი და მთავარი სპეციალისტი.

2006 წ.  სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტი, მრჩეველი.

2007-2008 წწ. სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტი,მე-4 სამმართველოს სპეციალისტი და უფროსი სპეციალისტი.

 ნატალია აბაშმაძე

თავმჯდომარის მოადგილე 

 

განათლება:

2004-2005 წწ. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,ქაიროს უნივერსიტეტი.

2000-2006 წწ.  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თბილისის თავისუფალ  უნივერსიტეტი.

 

სამუშაო გამოცდილება:

2019-დღემდე  იუსტიციის სახლი, თავმჯდომარის მოადგილე.

2013-2019 იუსტიციის სახლი, სატელეფონო ცენტრს ხელმძღვანელი.

2012 წ იუსტიციის სახლი, პროდუქტების განვითარებისა და ინოვაციების მართვის სამსახურში მრჩეველი.

2011 წ  საქათველოს იუსტიციის სამინისტრო, მარკეტინგის სამმართველოს მრჩევლის მოვალეობის შემსრულებელი.

2008-2011 წწ. შპს SGS Group , სისტემებისა და სერვისის სერტიფიცირების სამსახურის კოორდინატორი.

2006-2008 წწ. შპს SGS Group, თბილისის ოფისის ხელმძღვანელის ასისტენტი.

  

ზურაბ ბუავა

თავმჯდომარის მოადგილე 

 

განათლება :

 1996 - 2001 წწ.  სამართლის მაგისტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი

 

სამუშაო გამოცდილება:

2022 წლის აგვისტოდან - დღემდე სსიპ იუსტიციის სახლი, თავმჯდომარის მოადგილე.

2021 -2022 წწ. აღსრულების ეროვნული ბიურო, შიდა კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი.

2015-2016 წწ. სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიურო, თავმჯდომარის მოადგილე.

2010- 2015 წწ. სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიურო, შიდა ინსპექტირების სამსახურის უფროსი.

2003-2010 წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, სამსახურეობრივი შემოწმების სამმართველო.

2003 წ. აფხაზეთის ა/რ იუსტიციის სამინისტრო, მინისტრის თანაშემწე.

2001 წ. "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი", თავმჯდომარე.

2001 წ. " საქართველოს ახალგაზრდა პოლიტოლოგთა და ჟურნალისტთა ასოციაცია", იურისტი.

1998- 2002 წწ. " სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", ვაკის რაიონის კოორდინატორი.