არქივში დაცული სანოტარო დოკუმენტის დამოწმებული ასლის მისაღებად მიმართეთ შესაბამის იუსტიციის სახლს;

 

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა ტიპის  სანოტარო დოკუმენტის  დამოწმებული ასლის მიღება გსურთ კონკრეტულ შემთხვევაში. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ:

  • პირადობის მოწმობა / პასპორტი;
  • გარდაცვალების მოწმობა;
  • ნათესაური კავშირის დამდგენი დოკუმენტები (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.);
  • გვარისა და სახელის შეცვლის რეგისტრაციის მოწმობა;
  • მინდობილობა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • უფლების დამდგენი სანოტარო აქტები.