ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის რეგისტრაცია, როგორც წესი გამორიცხავს მისი განკარგვის, ნებისმიერი ფორმით  გასხვისების, იპოთეკით/გირავნობით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვის შესაძლელბლობას და „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად წარმოადგენს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე ნივთთან ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესთან დაკავშირებული გარიგებების (ნასყიდობა, გაცვლა, იჯარა, იპოთეკა/გირავნობა) დადებისას, მასზე არსებული ყადაღის შესახებ ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული პირი თავიდან აიცილებს იმ პრობლემებს, რომელის წინაშეც აღმოჩნდებოდა ყადაღადადებული ქონების შეძენის შეძენის შემთხვევაში.

ყადაღის არსებობის შესახებ ინფორმაციის მომზადებისათვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

 

თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

 

  • განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენეტის ასლი;
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე);

იმ შემთხვევაში თუ სარეგისტრაციო სამსახურს მიმართავს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

 

ყადაღის არსებობის შესახებ ინფორმაცია ასახავს მხოლოდ მისი მომზადების მომენტისათვის არსებულ მონაცემებს.

განცხადებაში მითითებული უნდა იქნას ნივთისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.

კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო­კუ­მენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწ­ყვე­ტი­ლების მისაღებად.

სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

საჯარო რეესტრის ეროვნული საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ახორციელებს უშუალოდ, ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების ან ავტორიზებული პირების მეშვეობით.