აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისთვის დაინტერესებულმა პირმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:
- დადგენილი ფორმის განცხადება;
- მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ დაინტერესებული პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა);
-
იმ დოკუმენტების ასლები, რომლებითაც დასტურდება, რომ დაინტერესებული პირი კანონის შესაბამისად ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ;
-
ფოტოსურათი.
-
საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
-
ასევე აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საფუძვლების გათვალისწინებისთ ერთ-ერთი დოკუმენტი:
ა) საქართველოს მოქალაქეობის არამართლზომიერად შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) მშობლების არჩევნის შედეგად მოქალაქეობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, გარდა იმ პირისა რომელსაც მოქალაქეობა შეუწყდა არამართლზომიერად, აღდგენის წესით მოქალაქეობის მინიჭებისთვის გაივლის ტესტირებას დადგენილ ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ენის ცოდნის შესამოწმებლად.
გთხოვთ გაითვალისწინოთ !!!
ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.
ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.