საქართველოში რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირს რეპატრიანტის სტატუსის მინიჭებიდან 2 წლის განმავლობაში შეუძლია განცხადებით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- დადგენილი ფორმის განცხადება;
- დაბადების მოწმობა (თუ პირი არასრულწლოვანია ან/და დაბადებულია საზღვარგარეთ);
- რეპატრიანტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ფოტოსურათი;
- მომსახურების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
ეს საყურადღებოა:
რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირი გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭებისთვის არ გაივლის ტესტირებას - დადგენილ ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის, სამართლის ძირითადი საფუძვლების შესამოწმებლად.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაშია გამოცემიდან 5 (ხუთი) წლის ვადაში.
ბრძანებულება ძალადაკარგულად ითვლება აღნიშნულ ვადაში არასაპატიო მიზეზით სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ !!!
ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.
ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.