ბინის მესაკუთრე  ან ნებისმიერი დაინტერესებული ფიზიკური პირი უფლებამოსილია  მიმართოს, იუტისციის სახლის ან სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს მისამართზე რეგისტრირებული იმ პირის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, რომელიც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო, უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში არ ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე.

პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ასევე შესაძლებელია, თუ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლების რეგისტრაციისას საცხოვრისის მესაკუთრე წერილობით წარადგენს მოთხოვნას, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრისის მისამართზე  რეგისტრირებული პირის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე.

საცხოვრისის მესაკუთრემ, მის საკუთრებში რეგისტრირებული პირის (პირთა)  რეგისტრაციიდან მოხსნის მიზნით, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში უნდა წარადგინოს:

  • დადგენილი ფორმის განცხადებას რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირის კონკრეტულ მისამართზე უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში არ ცხოვრობის ფაქტის შესახებ;
  • სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგნეტოს მიერ გაცემული, მის საცხოვრისში რეგისტრირებულ პირთა სია;
  • კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგია, წყალი და დასუფთავება) გადასახედების ქვითარი.

სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტო განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილების ან უარის თქმის შესახებ.

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში პირი რეგისტრაციიდან იხსნება გადაწყვეტილების მიღებისთანავე.

მიღებული გადაწყვეტილება ფოსტით ეგზავნება განმცხადებელს.

ნებისმიერმა დაინტერესებულმა ფიზიკურმა პირმა, კონკრეტულ საცხოვრისში რეგისტრირებული პირის (პირთა)  რეგისტრაციიდან მოხსნის მიზნით, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში უნდა წარადგინოს:

  • დადგენილი ფორმის განცხადებას რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირის კონკრეტულ მისამართზე უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში არ ცხოვრობის ფაქტის შესახებ;
  • 2 (ორი) სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის წერილობითი ახსნა-განმარტებას, რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირის კონკრეტულ მისამართზე უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში არ ცხოვრობის ფაქტის დადასტურების თაობაზე.