მოვალეთა რეესტრი მონაცემთა ერთიანი ბაზაა. მასში  ყველა ის ფიზიკური და იურიდიული პირია რეგისტრირებული, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება თანხის დაკისრების ნაწილში.

ვინ რეგისტრირდება მოვალეთა რეესტრში?

მოვალეთა რეესტრში რეგისტრირდებიან პირები, რომლებსაც დაკისრებული აქვთ თანხის გადახდა.

მოვალეთა რეესტრში არ რეგისტრირდებიან პირები, რომელთა სესხიც უზრუნველყოფილია იპოთეკით ან გირავნობით (საცხოვრებელით ან სხვა ქონებით).

მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციით პირებს ეზღუდებათ მათ სახელზე რეგისტრირებული ქონების განკარგვა.

მოვალეთა რეესტრს აღსრულების ეროვნული ბიურო აწარმოებს. რეესტრის მონაცემები მუდმივად ცვალებადი და  განახლებადია.

მოვალეთა რეესტრის მონაცემები საჯაროა და მასში რეგისტრირებული პირების შესახებ ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე - www.nbe.gov.ge.  ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროსა და იუსტიციის სახლის  საამისოდ უფლებამოსილი პირები უზრუნველყოფენ რეესტრის მონაცემების საფუძველზე შესაბამისი ამონაწერების გაცემას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა,  აღნიშნული მომსახურების საფასური შეადგენს  10 ლარს.