აღნიშნულ საკითხზე სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მოთხოვნით შეგიძლიათ მიმართოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ან იუსტიციის სახლს.
თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის მოწმობა;
- სააღსრულებო ფურცლის დედანი;
- გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი;
- რწმუნებულება სააღსრულებო ფურცლის წარდგენის უფლებით(წარმომადგენლობის შემთხვევაში);
- საბანკო რეკვიზიტი(თუ წარმოდგენილი მოთხოვნა ითვალისწინებს თანხის ამოღებას).