მოძრავი/არამატერიალური ქონებრივი სიკეთის შესახებ ინფორმაციის მომზადებისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე);

იმ შემთხვევაში თუ სარეგისტრაციო სამსახურს მიმართავს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოძრავი/არამატერიალური ქონებრივი სიკეთის შესახებ ინფორმაცია ასახავს მხოლოდ მისი მომზადების მომენტისათვის არსებულ მონაცემებს.

განცხადებაში დაიტერესებული პირის მიერ მითითებული უნდა იქნას მოძრავი ნივთისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.

კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო­კუ­მენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწ­ყვე­ტი­ლების მისაღებად.