სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

  1. განცხადება (ივსება ელექტრონულად, განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის მიერ);
  2. თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;       
  3. სათანადო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა;
  4. საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელექტრონული ვერსია (იმ შემთხვევაში თუ უძრავ ქონებას წარმოადგენს მიწის ნაკვეთი);

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

შენიშვნა: მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია იუსტიციის სახლში;

კონკრეტულ შემთხვევებში შესაძლოადამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაციარომელიც აუცილებელია გადაწყვეტილებისმისაღებად.