ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის რეგისტრაცია, როგორც წესი გამორიცხავს მისი განკარგვის, ნებისმიერი ფორმით  გასხვისების, იპოთეკით/გირავნობით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვის შესაძლელბლობას და „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად წარმოადგენს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე ნივთთან ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესთან დაკავშირებული გარიგებების (ნასყიდობა, გაცვლა, იჯარა, იპოთეკა/გირავნობა) დადებისას, მასზე არსებული ყადაღის შესახებ ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული პირი თავიდან აიცილებს იმ პრობლემებს, რომელის წინაშეც აღმოჩნდებოდა ყადაღადადებული ქონების შეძენის შემთხვევაში.

ყადაღის არსებობის შესახებ ინფორმაციის მომზადებისათვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე);

იმ შემთხვევაში თუ სარეგისტრაციო სამსახურს მიმართავს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ყადაღის არსებობის შესახებ ინფორმაცია ასახავს მხოლოდ მისი მომზადების მომენტისათვის არსებულ მონაცემებს.

განცხადებაში მითითებული უნდა იქნას ნივთისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.

კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო­კუ­მენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწ­ყვე­ტი­ლების მისაღებად.