მესაკუთრესა და საკუთრების საგანზე იდენტიფიცირებული უძრავი ქონების მიხედვით ინფორმაციის მომზადებისათვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

  1. განცხადება;
  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე);

იმ შემთხვევაში თუ სარეგისტრაციო სამსახურს მიმართავს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.                   

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაცია ასახავს მხოლოდ მისი მომზადების მომენტისათვის არსებულ მონაცემებს.

კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო­კუ­მენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწ­ყვე­ტი­ლების მისაღებად.