უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების წარმოშობის რეგისტრაციისათვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.  თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

  1. განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება საბუთების მიმღები ოპერატორის მიერ);
  2. თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენეტი;
  3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წინაშე ამხანაგობის წევრის დავალიანების ოდენობისა და ამ დავალიანების, როგორც უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების საჯარო რეესტრში დარეგისტრირებაზე თანხმობის თაობაზე.
  4. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე);

იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო­კუ­მენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწ­ყვე­ტი­ლების მისაღებად.