უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთნ დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის რეგისტრაციისათვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.  თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:                                            

  1. განცხადება (ივსება ლექტრონულად, განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ);
  2. თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენეტი;
  3. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  4. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე);

იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო­კუ­მენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწ­ყვე­ტი­ლების მისაღებად.