იმისთვის, რომ ქონებაზე დაინტერესებულ პირს წარმოეშვას საკუთრების უფლება, სავალდებულოა მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ნიშნავს ამ უფლების წარმოშობის შესახებ მონაცემთა აღრიცხვას შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება წარმოშობილად ითვლება ამ უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემის მომენტიდან;

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან მესაკუთრე უფლებამოსილია, განკარგოს (გაასხვისოს, იპოთეკით დატვირთოს და ა.შ.) უძრავი ნივთი.

განცხადების წარმოდგენა იპოთეკის შეწყვეტის თაობაზე შეუძლია როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეს / მის წარმომადგენელს, ისე იპოთეკარს / მის წარმომადგენელს;

იპოთეკის უფლების შეწყვეტა ცალმხრივად შესაძლებელია, მხოლოდ იპოთეკარის (გამსესხებლის) მოთხოვის სფუძველზე;

იპოთეკის შეწყვეტა შესაძლებელია, თუ უძრავი ქონებას ადევს საჯარო/სამართლებრივი შეზღუდვა;

იპოთეკის უფლების შეწყვეტის დროს, თუ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია აკრძალვა იპოთეკის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მაშინ იპოთეკის უფლების შეწყვეტა ვერ მოხდება;

იპოთეკის შეწყვეტა შესაძლებელია დამოწმებულ იქნას იუსტიციის სახლის უფლებამოსილი პირის მიერ.

იპოთეკის უფლების რეგისტრაციისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

  1. განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება საბუთების მიმღები ოპერატორის მიერ);
  2. თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;       
  3. სათანადო წესით დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულება;

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

შენიშვნა: მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია იუსტიციის სახლში;

კონკრეტულ შემთხვევებში შესაძლოა, დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად.