ხაზობრივი ნაგებობის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება საბუთების მიმღები ოპერატორის მიერ);
- თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ხაზობრივი ნაგებობის დაყოფის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელექტრონული ვერსია;
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
შენიშვნა: მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია იუსტიციის სახლში;
კონკრეტულ შემთხვევებში შესაძლოა, დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად.