საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს, როგორც უკვე არსებულ, ისე მომავალში შეძენილ ქონებაზე. საქორწინო ხელშეკრულებით მეუღლეებს შეუძლიათ, შეცვალონ მეუღლეთა საერთო საკუთრებისათვის კანონით დადგენილი წესი, გააერთიანონ მთელი თავიანთი ქონება, რომელშიც ჩაირიცხება ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებაც (საერთო ქონება) ან/და მთლიანად ან ნაწილობრივ თქვან უარი ამგვარ გაერთიანებაზე და დაადგინონ თითოეულის წილობრივი ან განცალკევებული საკუთრება ქონებაზე;

საქორწინო ხელშეკრულებით შესაძლებელია, წარმოიშვას ერთი მეუღლის თანასაკუთრების უფლება მეორე მეუღლის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე.

უძრავ ქონებაზე ქორწინების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლს, საზოგადოებრივ ცენტრს ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:    

  1. განცხადება (ივსება ელექტრონულად, განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ);      
  2. თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენეტი;       
  3. სანოტარო წესით დამოწმებული საქორწინო ხელშეკრულება, რომელიც წარმოშობს მეუღლის საკუთრების უფლებას ან ცვლის მეუღლეთა წილს საერთო საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე;

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

შენიშვნა: მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია ადგილზე;

კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება, დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო­კუ­მენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწ­ყვე­ტი­ლების მისაღებად.