სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე  მისი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილებისა და საქართველოში შემოსვლის მიზნით. ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი არის  პირადობისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლების გარეთ. სამგზავრო დოკუმენტი ვარგისია ლტოლვილის გასასვლელად საქართველოდან საზღვარგარეთის ყველა სახელმწიფოში, გარდა თავისი მოქალაქეობის ან ადრინდელი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნისა, ასევე გარდა იმ სახელმწიფოებისა, რომლებშიც მისი და მისი ოჯახის წევრების მდგომარეობა არ ითვლება უსაფრთხოდ.

სამგზავრო დოკუმენტის  მიღების მოთხოვნით განცხადებას წარადგენს:

  • დაინტერესებული სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი პირადად;
  • არასრულწლოვანი (18 წლამდე) პირის  კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი, მეურვე ან მზრუნველი) გარდა  16-დან 18 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირისა;
  • არასრულწოვანი პირი 14 წლის ასაკიდან, თუ მასზე გაცემულია ბინადრობის მოწმობა;
  • მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, თუ არასრულწლოვანი ცნობილია  მიუსაფარ ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვად.

 

!!! საქართველოს  მოქმედი კანონმდებლობით ქორწინების რეგისტრაცია დასაშვებია 18 წლის ასაკიდან, თუმცა 16-18 წლამდე საქართველოში მცხოვრები უცხოელი ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ამავდროულად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა  შესაძლებელია იმყოფებოდეს რეგისტრირებულ ქორწინებაში.   

შენიშვნა:  სამგზავრო დოკუმენტის შესაბამის გრაფაში სავალდებულოა მფლობელმა,  9 წლის ასაკიდან, შეასრულოს პირადი ხელმოწერა იმ ფორმით, რომლითაც იგი პრაქტიკაში სარგებლობს.

დაინტერესებულმა პირმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:

  • ბინადრობის მოწმობა;
  • ბიომეტრიული ფოტოსურათი.

თუ სამგზავრო დოკუმენტი უნდა გაიცეს არასრულწლოვანი ლტოლვილის  სტატუსის მქონე პირზე , დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს:

  • არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობა, თუ პირი დაბადებულია საზღვარგარეთ;
  • ბინადრობის  მოწმობა;
  • 16 წლამდე არასრულწლოვანი პირის ორივე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა;
  • 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა;
  • 16-დან 18-წლამდე არასრულწლოვანი პირის  პასპორტის გასაცემად საკმარისია ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა;
  • რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 16-დან 18-წლამდე არასრულწლოვანს სამგზავრო პასპორტის მისაღებად არ ესაჭიროება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

!!! საქართველოს  მოქმედი კანონმდებლობით ქორწინების რეგისტრაცია დასაშვებია 18 წლის ასაკიდან, თუმცა 16-18 წლამდე საქართველოში მცხოვრები უცხოელი ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ამავდროულად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა  შესაძლებელია იმყოფებოდეს რეგისტრირებულ ქორწინებაში.  

შენიშვნა:  სამგზავრო დოკუმენტის შესაბამის გრაფაში სავალდებულოა მფლობელმა,  9 წლის ასაკიდან, შეასრულოს პირადი ხელმოწერა იმ ფორმით, რომლითაც იგი პრაქტიკაში სარგებლობს.

არასრულწლოვანი პირის სამგზავრო პასპორტის გასაცემად კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა შეიძლება წარმოდგენილი იყოს შემდეგი ფორმით:

  • სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით;
  • სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული წერილობითი ფორმით - თუ არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი საქართველოს მოქალაქეა;
  • სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე თანხმობის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატვის გზით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.