საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, უფლება აქვს, 2024 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით.

აღნიშნულ პირს საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება, თუ იგი დადგენილ ფარგლებში ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას;

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება მის არასრულწლოვან შვილსაც. 14 წლის ასაკს მიღწეულ პირს ამ მუხლის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება მისი თანხმობით.

მნიშვნელოვანია: აღნიშნულ პირებს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შემთხვევაში შეუნარჩუნდებათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

 

განცხადებას საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნის თაობაზე უნდა დერთოს:

სრუწლოვანი პირის შემთხვევაში:

  • იმ დოკუმენტის ასლები, რომლებითაც დასტურდება, რომ დაინტერესებული პირი კანონის შესაბამისად ფლობდა საქართველოს მოქალაქეობას;
  • საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტი;

არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში:

  • დაბადების მოწმობა;
  • იმ დოკუმენტის ასლები, რომლებითაც დასტურდება, რომ არასრულწლოვანი კანონის შესაბამისად ფლობდა საქართველოს მოქალაქეობას;
  • არასრულწლოვანის მშობლის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მშობლის თანხმობა;
  • 14 წელის მიღწეული არასრულწლოვანის შემთხვევაში -  მისი თანხმობა.