საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს (ერთობლივად):

  • კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 10 წლის განმავლობაში;
  • დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;
  • დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები;
  • საქართველოში მუშაობს, ან/და საქართველოში აქვს უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ან საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს.

აქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსით კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში და

  • დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;
  • დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები;
  • საქართველოში მუშაობს, ან/და საქართველოში აქვს უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ან საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს.

შენიშვნა: დაინტერესებული პირი საქართველოში უწყვეტად მცხოვრებად   ჩაითვლება, თუ მას წლის განმავლობაში ჯამში 90 დღეზე მეტი ვადით საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოს ტერიტორიის 2 წლამდე ვადით  დატოვება სწავლის მიზნით და მკურნალობის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვება.

განცხადებას საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე უფლებამოსილ სამსახურში წარადგენს:

  • სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი პირადად;
  • არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი;
  • დაინტერესებული პირის წარმომადგენელი სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე;
  • მხარდაჭერის მიმღები პირი, მხარდამჭერის თანხმობით.

 

შენიშვნა:

არასრულწლოვანის  პირის  მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე ერთ-ერთი მშობლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი  თანხმობა. 

14 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირისთვის მოქალაქეობის მინიჭება დასაშვებია მისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. 

დაინტერესებულმა პირმა , საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებისთვის უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:

  • დადგენილი ფორმის განცხადება;
  • პასპორტი ან მოქალაქეობისა და ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • დაბადების მოწმობა (თუ პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და ფლობს აღნიშნულ დოკუმენტს); 
  • ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ვიზა, ბინადრობის ნებართვა ან მოწმობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღ-დამღა);
  • საქართველოში სამუშაო ადგილის ან/და უძრავი ქონების, ან საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის, ან/და საქართველოს საწარმოში წილის ან აქციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • ფოტოსურათი.
  • მომსახურეობის გადახდის დამატასტურებელი ქვითარი. 

გაითვალისწინეთ: სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი ჩვეულებრივი წესით მოქალაქეობის მინიჭებისთვის გაივლის ტესტირებას დადგენილ ფარგლებში  საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის, სამართლის ძირითადი საფუძვლების შესამოწმებლად. 

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

არასრულწლოვანი პირისთვის ჩვეულებრივი წესით მოქალაქეობის მინიჭებისთვის წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • დადგენილი ფორმის განცხადება;
  • პასპორტი ან მოქალაქეობისა და ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • დაბადების მოწმობა, თუ არასრულწლოვანი დაბადებულია საზღვარგარეთ;
  • 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის თანხმობა; 
  • არასრულწლოვნის ორივე  კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა;
  •  ფოტოსურათი;
  • მომსახურეობის საფასურის გადახდის დამარასტურებელი ქვითარი. 
  • ასევე არასრულწლოვანისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მოპოვების საფუძვლების გათვალისწინებით  ა; ბ ან გ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები:

ა) არასრულწლოვანის მშობლის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი  დოკუმენტი;

ბ) არასრულწლოვანის მშობლის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და შვილად აყვანის დოკუმენტი;

გ) არასრულწლოვანის ლტოლვილის ან მოქალაქეობის არმქონე პირის სტატის დამადასტურებელი დოკუმენტი და 5 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ლტოლვილის სტატუსის დადგენის შესახებ განცხადების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე თანხმობა შეიძლება გამოხატული იყოს:

  • სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით;

  • სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით,  წერილობითი ფორმით;

  • პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული თანხმობის ფორმის წარდგენის გზით, თუ დადასტურებულია განმცხადებლის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით;

  • სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე თანხმობის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატვის გზით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

  • საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის მომზადებისთვის გათვალისწინებული მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება, თუ განცხადების განხილვის საფუძველია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვა იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც იმყოფება ამ ორგანოს მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ.
  • უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის მომზადებისთვის გათვალისწინებული მომსახურების საფასური უმცირდება 25 პროცენტით;
  • უფასო იქნება ჩვეულებრივი წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობის განცხადების განხილვა (80 დღიანი მომსახურება )იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს მომართავს მოქალაქეობის არმქონე პირი;