თანამემამულის მოწმობის მისაღებად განცხადების წარდგენა შესაძლებელია:

  • იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში;
  • სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში;
  •  ელექტრონული ფორმით სააგენტოს ელექტრონულ ვებ-გვერდზე განცხადების განცხადების შევსების გზით.

უცხო სახელმწიფოში მყოფი პირის მიერ ელექტრონული ფორმით განცხადების წარდგენა დასაშვებია, თუ:

 

შენიშვნა: განცხადების შევსება შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

თანამემამულის მოწმობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

  •  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი;
  •  უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  •  2 (ორი) ფოტოსურათი ზომით 3,5x4,5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით;
  • დაბადების მოწმობა- არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში;
  • უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითარი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.