სახელმწიფო და ფიზიკური პირის პირადი ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენის, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების რეალიზაციის მიზნით სავალდებულოა მოხდეს  საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 

საქართველოს მოქალაქე, ასევე პირი, რომელიც გავიდა საქართველოს მოქალაქეობიდან მიუხედავად ასაკისა, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 საქართველოში მცხოვრები უცხოელი მიუხედავად ასაკისა, რომელსაც აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვა, ვალდებულია საქართველოში შემოსვლიდან, ხოლო თუ იგი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე – ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 1 თვეში გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. უცხოელის რეგისტრაციასთან ერთად გაიცემა ბინადრობის ელექტრონული მოწმობა.

არასრულწლოვანი პირის მისამართზე რეგისტრაცია:

  • სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირის დაბადების რეგისტრაციისას  ახორციელებს ბავშვისთვის პირადი ნომრის მინიჭებას და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციას.  შესაბამისად არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია მიმართოს სერვისების განვითარების სააგენტოს ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს და ბავშვის დაბადების მოწმობასთან ერთად მოითხოვოს არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი, მისი მისამართზე   რეგისტრაციის დასადასტურებლად.  
  • თუ არასრულწლოვანის დაბადების რეგისტრაციის დროს არ მოხდა მისი მისამართზე რეგისტრაცია, რეგისტრაცია განხორციელდება ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.  მისი კანონიერი წარმომადგენელი  მიმართავს არასრულწლოვნის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იუსტიციის სახლის ან სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის  ტერიტორიულ სამსახურს.  
  • საზღვარგარეთ დაბადებული, საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვანი პირის პირადი ნომრის მინიჭების და მისამართზე რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებული პირი მიმართავს საზღვარგარეთ  საკონსულო დაწესებულებას ან დიპლომატიურ წარმომადგენლობას.
  • საქართველოში მცხოვრები უცხოელი არასრულწლოვანის რეგისტრაცია ხორციელდება ბინადრობის მოწმობის გაცემასთან ერთად. 

 

 

არასრულწლოვანი პირის მისამართზე რეგისტრაციისთვის უფლებამოსილ სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს:

  • 14დან 18 წლამდე  ასაკის  არასრულწოვანმა პირმა, რომელმაც უნდა გაიაროს რეგისტრაცია;
  • 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის კანონიერმა წარმომადგენელმა, გარდა 16-დან 18 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი არასრულწლოვანისა;
  • 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის კანონიერმა წარმომადგენელმა;
  • 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენლის მინდობილმა პირმა სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე;
  • მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, თუ არასრულწლოვანი ცნობილია  მიუსაფარ ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვად.

 

!!! საქართველოს  მოქმედი კანონმდებლობით ქორწინების რეგისტრაცია დასაშვებია 18 წლის ასაკიდან, თუმცა 16-18 წლამდე საქართველოში მცხოვრები უცხოელი ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ამავდროულად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა  შესაძლებელია იმყოფებოდეს რეგისტრირებულ ქორწინებაში.  

დაბადების რეგისტრაციის დროს (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვანის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის – დედის ან მამის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რის შესახებაც მითითებულ უნდა იქნას დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობაში. ცნობაში აღნიშნულის თაობაზე მითითების არარსებობისას – არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება დედის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.  

18 წლამდე არასრულწლოვანი, ასევე მეურვეობის (მხარდაჭერის მიმღები) და მზურველობის ქვეშ მყოფი პირი  რეგისტრირდება  ერთ-ერთი კანონიერი წარმოამდგენლის, მეურვის (მხარდამჭერი პირის) ან მზრუნველის რეგისტრაციის  ადგილის მიხედვით, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად. აღნიშნულ შემთხვევაში საცხოვრისის  მესაკუთრის თანხმობა,  საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ან კოკნკრეტულ მისმართზე ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით ორი სრულწლოვანი მოწმის წერილობითი  დასტური  არ მოითხოვება.

18 წლამდე ასაკის, ასევე მეურვეობისა (მხარდაჭერის მიმღები)  და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის  კანონიერი წარმომადგენლების რეგისტრაციის  ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე რეგისტრაცია დასაშვებია მხოლოდ ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით. 

 

ეს მნიშვნელოვანია: 14 წლიდან არასრუწლოვანს წარმოეშობა პირადობის მოწმობის აღების ვალდებულება, შესაბამისად 14 წელს მიღწეული არასრუწლოვანის შემთხვევაში მისამართზე რეგისტრაცია ან/და რეგისტრაციის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ პირადობის მოწმობის ფლობის ან დოკუმენტის მიღებაზე მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში.

 

 

18 წლამდე არასრულწლოვანის რეგისტრაციისთვის, რომელიც რეგისტრაციას გადის მისი კანონიერი წარმომადგენლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, საჭიროა:

  • დაბადების მოწმობა;
  • მშობლის(კანონერი წარმომადგენლის) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ბიომეტრიული ფოტოსურათი.

18 წლამდე არასრულწლოვანი პირის რეგისტრაციისთვის, რომელიც რეგისტრაციას გადის მისი კანონიერი წარმომადგენლის რეგისტრაციის ადგილისგან განსხვავებული ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართზე რეგისტრაციის თაობაზე, განცხადების შეტანაზე უფლებამოსილმა პირებმა შესაბამის სამსახურში უნდა წარადგინონ:

  • დაბადების მოწმობა;
  • ბიომეტრიული ფოტოსურათი;
  • ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა არასრულწლოვანი პირის სხვა მისმართზე რეგისტრაციის თაობაზე;

            თანხმობა შეიძლება გამოხატული იყოს:

  • სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით;
  • სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული წერილობითი ფორმით;
  • პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული თანხმობის ფორმის წარდგენის გზით;
  • სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე თანხმობის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატვის გზით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით;

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

პირადობის/ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მფლობელი ან 14 წლამდე საქართველოს მოქალაქე არარსულწლოვანი 

პირი მისამართზე  რეგისტრაციას გაივლის რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენიდან 5 კალენდარული

დღის ვადაში ან არაუმეტეს 1 თვის ვადაში;   აღნიშნული მომსახურება უფასოა.

საქართველოში მცხოვრებმა, ბინადრობის ნებართვის მქონე არასრულწლოვანმა პირმა, რომელიც არ ფლობს ბინადრობის მოწმობას ან 14 წელს მიღწეულმა საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ ფლობს პირადობის  ელექტრონულ მოწმობას მისამართზე რეგისტრაციის მოთხოვნასათან ერთად სავალდებულოა წარადგინოს მოთხოვნა პირადობის ან ბინადრობის  ელექტრონული მოწმობის მოთხოვნის შესახებ. ამ შემთხვევაში პირი იხდის პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად დადგენილ მომსახურების საფასურს :

ვადა

ფასი

მე-10  სამუშაო დღეს

60 ლარი

მე-5 სამუშაო დღეს

80 ლარი

მე-3 სამუშაო დღეს

100 ლარი

24 საათში

120 ლარი

იმავე დღეს

150 ლარი