სახელის ან/და გვარის შეცვლისთვის წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება სახელის ან/და გვარის შეცვლის თაობაზე;
- პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
- დაბადების მოწმობა;
- ქორწინების მოწმობა (ქორწინებაში ყოფნის შემთხვევაში);
- არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები (თუ არასრულწლოვანი შვილები გყავთ);
- მშობელთა წერილობითი თანხმობა (თუ 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი ხართ);
- მეორე მშობლის თანხმობა, თუ სახელს ან/და გვარს იცვლის 16 წლამდე არასრულწლოვანი
- არასრულწლოვნის თანხმობა, თუ სახელს ან/და გვარს იცვლის 10 წლის ასაკს მიღწეული პირი
- გვარის შეცვლის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
იმ შემთხვევაში, თუ სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაცია ხორციელდება მინდობილი პირის დახმარებით, დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტებია:
- მინდობილობა (დამოწმებული სათანადო წესით)
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
- ცნობა რომლითაც დასტურდება, რომ დაინტერესებულ პირს მძიმე ავადმყოფობის ან ფიზიკური მდგომარეობის გამო არ შეუძლია გადაადგილება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ !!!
ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.
ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.